მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
გთავაზობთ ტესტირების შედეგებს დაწყებითი საფეხურის საგნებში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში: https://www.naec.ge/#/ge/post/2498
შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. სააპელაციო განაცხადების მიღება პირველადი შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.