21 ნოემბერს სპორტის სასახლეში კომპანია "ტიფლის ივენთის" ორგანიზებით ცოცხალი მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ "მგზავრები", "ფრანი", სალომე კორკოტაშვილი.
ღონისძიებას კომპანია "რომპეტროლ საქართველო" წარმოადგენს. გენერალური სპონსორია "ბილაინი". კონცერტის მონაწილეებისა და მაყურებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური "გისსონი". ბილეთები სპორტის სასახლისა და ფილარმონიის სალაროებში გაიყიდება.
კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი", ინტერნეტ პორტალი "რადიო.გე" ჟურნალები "გზა", "რეიტინგი", გაზეთი "ვერსია", რადიოები "ფორტუნა" და "არ დაიდარდო". "ტიფლის ივენთი" 2010 წლის აპრილში დაფუძნდა.
კომპანიის მერ განხორციელებული პირველი წარმატებული პროექტი იყო 16 მაისს, დიდ საკონცერტო დარბაზში "მგზავრების" კონცერტი - "თუკი საქართველო გიყვარს". მეორე პროექტი - კონკურსი ფოტოხელოვანებისთვის - "ფოტომანი 2010" "ტიფლის ივენთმა" საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციასთან ერთად ჩაატარა.