საქართველოს 150 საავადმყოფო დავუტოვე. ყველაფერი, რაც არის საავადმყოფოებში, ეკიპირება, ყველაფერი მე დავტოვე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ბევრად უფრო უკეთესი ბაზა, ვიდრე უკრაინას, მაგრამ მოახერხეს და უკრაინაზე ბევრად უარესი ციფრები აქვთ.
„ამას ხომ მოხერხება უნდოდა, იმ ბაზის პირობებში, რომელიც მე დავუტოვე. ყველაფერი, რაც არის საავადმყოფოებში, ეკიპირება, ყველაფერი მე დავტოვე. მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო ექიმების გადამზადება, უკეთესი აღჭურვა და ასე შემდეგ. ეს უკვე აღარ გააკეთეს და ახლა ამის შედეგებს ვიმკით. მაგრამ მთავარი და პირველი ეტაპი ჩვენ განვახორციელეთ და გვქონდა ბუნებრივი უპირატესობა, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო, რომელიც ახლა ხდება. ვისზე გადადის ეს? საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებზე. რატომ არ იცრება ხალხი? ხალხს ნუ კი ამუნათებთ. იმიტომ, რომ არ სჯერათ თქვენი“,- თქვა სააკაშვილმა.