დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლ "მზიურის" პირველი თაობა გალა კონცერტს გამართავს. კონცერტი, რომელიც ფონდ "იავნანას" ეგიდით იმართება, საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.
საღამოს დასასრულს კი, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ, "მზიურის" ვარსკვლავი გაიხსნება.
გალა კონცერტის პროგრამაში შესულია მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სიმღერების თანამედროვე და რეტრო ვერსიები ფილმიდან `მზიური".
საღამოზე მომღერლები თავად დაუკრავენ და ცოცხლად შეასრულებენ სიმღერების ახალ ვერსიებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თამარ გვერდწითელი.