ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიოზიორია.
ქართველი ძიუდოისტი (73 კგ) ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა.
ლაშა შავდათუაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე მიღებული ჯილდო მესამე ოლიმპიური მედალია. ლაშამ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე – ბრინჯაო