მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს "მოქმედების და სოლიდარობის" პარტია ლიდერობს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარტიას ამ დროისთვის ხმათა 52.44 პროცენტი აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა "კომუნისტების და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი", რომელსაც ყოფილი პრეზიდენტები ვლადიმირ ვორონინი და პრორუსი იგორ დოდონი ხელმძღვანელობენ, 27.42 პროცენტით.
მესამე ადგილს პარტია "შორი" იკავებს, რომელსაც ხმების 6.49 პროცენტი აქვს. დანარჩენმა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.