არაფრად მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებებს, - თქვა საქართველოს მესამე პეზიდენტმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ამის ფონზე საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება.
"მინდა მოვუწოდო, ყველა ჩემს, ჩვენს მომხრეს, დავდგეთ ქართული მედიის და ქართული თავისუფლების გვერდით, იმიტომ რომ ის რაც დაემართა ლექსოს, ეს არ არის ცალკე აღებული რაღაცა, ეს შეიძლება დაგვემართოს და დაგემართოთ თიოთეულ თქვენგანს. მეგობრებო, ჩვეულებრივად ვართ გადაყვანილი განადგურების რეჟიმში. ჩვეულებრივად ოკუპანტი ქვეყანა იყენებს ყველაფერს იმას, რასაც იყენებს ბევრ სხვა ქვეყანაში და ყველაზე მეტი წარმატებით რატომღაც საქართველოში იყენებს, რა ყველაზე უნიჭოები ვართ, ყველაზე ბნელები ვართ, ყველაზე გაუნათლებლები ვართ, ყველაზე ადვილად აგდებადი ვართ? ყველამ გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო საჭიროებს ჩვენს გადარჩენას, იმიტომ რომ ადამიანიც აღარ დარჩება მისი გადამრჩენი. ან გაიქცევა ქვეყნიდან ან ყველას დახოცავენ. მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ. მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები. არაფრად მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებებს და ასე დაგვიხოცავნ სათითაოდ თითოეულ ადამიანს. აბა თქვენ იცით, თქვენი დიდი იმედი მაქვს", - თქვა სააკაშვილმა.