TURKOVAC-ი კლინიკური გამოცდის დასრულების ეტაპზეა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, თურქეთი COVID-19 ვაქცინის წყალობით, რომლის სახელწოდებაცაა TURKOVAC, ხსნის კარს ახალი ეპოქისკენ.
პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქული წარმოების ვაქცინის პირველი დოზა კლინიკური კვლევების მესამე ფაზაშია.
კატარში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა მიუთითა ქვეყნებს შორის ვაქცინების განაწილების უთანასწორობაზე და განმარტა, რომ 85 ღარიბ ქვეყანას ვაქცინებზე წვდომა არ აქვს.
”ვაქცინები და მედიკამენტები სამართლიანად უნდა განაწილდეს ყველა ქვეყანაში”, - თქვა პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ თურქული ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი კაცობრიობისთვის.