პროკურატურასთან, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეოდა, რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნიკა ფარულა და გიგა მაქარაშვილი დააკავეს. გიგა მაქარაშვილი ხელწერილით გამოუშვეს.
აქციის მონაწილეები უწყებაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, აქტივისტ გიგა მაქარაშვილს დაკავებისას პოლიციამ ხელი მოტეხა.
"გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს", - წერს სირცხვილია Facebook-ზე.