12 მაისს „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, 20:00 საათიდან „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება.
„სინოფარმის“ მეორე დოზების ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს და ხვალ, დღის ბოლოს, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლოობას „სინოფარმის“ მეორე დოზებზე“, - განაცხადა გაბუნიამ.