ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში დაკვამლიანება იყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის აივანზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.