საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა, შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს.
„დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვის გადავადებაზე ვიფიქროთ. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად ის პიკი, რაც ახლა გვაქვს მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, ეს მომენტიც დადგება შემდეგ უკვე გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.