ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.
მეუფე დიმიტრიმ ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
''სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ეს ასე არის სხვა ქვეყნებშიც. როდესაც ყოველდღიურად, ნახულობ და განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, როდესაც იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დასამარცხებლად, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ვლოცულობთ და უფალს ვევედრებით, რომ გვიხსნას უცნაური სიკვდილისაგან - ზედმეტი ფიქრის დრო თავისთავად აღარ არის.
მინდა ექიმებს მადლობა გადავუხადო იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც გაწიეს და მომავალშიც გასწევენ'' - უთხრა ჟურნალისტებს მეუფე დიმიტრიმ.