#14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები გრაფიკულ დიზაინს შეისწავლიან. ორი თვის განმავლობაში ბენეფიციარები „Adobe Illustrator CC- ში" მუშაობის ძირითად პრინციპებს დაეუფლებიან.
პროექტს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის - მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
სასწავლო კურსი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათთვის ახალი პროფესიული უნარების შეძენას ითვალისწინებს.