სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თავის ძირითად შესაძლებლობებს კონკურენციის თვალსაზრისით განსაზღვრავენ, ბუნებრივი რესურსების (აზერბაიჯანი) ან საკომუნიკაციო ხაზების (საქართველო) მეშვეობით.
ამის შესახებ განცხადებას სომხეთის კვლევითი ცენტრის "ეკონომიკა და ფასეულობები" ხელმძღვანელმა მანუკ გერგიანი აკეთებს.
მისი თქმით, აღნიშნული პირობების გათვალისწინებით სომხეთმა თავისი კონკურენტული შესაძლებლობების ფორმირება ცოდნის საფუძველზე უნდა მოახდინოს.
"აუცილებელია არა მხოლოდ ვფლობდეთ ახალ ტექნოლოგიურ მეთოდებს არამედ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლსაც ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს. აღნიშნული შესაძლებელს გახდის არამხოლოდ ვაჯობოთ ჩვენს მეზობლებს სხვადასხვა კრიტერიუმებითა და რეიტინგებით არამედგ გავიდეთ სხვა რეგიონებზეც"- განაცხადა გერგიანმა.
მისი განმარტებით, სომხეთში ბოლო დროს მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება, გაიზარდა ფიჭვური კავშირგამბულობის მომხმარებელთა რაოდენობა და ინტერნეტის სიჩქარე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისათვის რომ ქვეყანა კონკურენტულ სახელმწიფოდ იქცეს.
"IT სფეროში საჭიროა სერიოზული ინვესტიციები, რადგანაც საინფორმაციო ტექნოლოგიები არ არის სტუდენტების ჯგუფი რამოდენიმე კომპიუტერით. აუცილებელია სერიოზული სახსრები, რათა IT სფერო ქვეყნის რეალურ მამოძრავებელ ძალად იქცეს"- განაცხადა გერგიანმა.