სომხეთის პარლამენტმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანს მხარი არ დაუჭირა.
ამრიგად, დაიწყო პარლამენტის დათხოვნის პროცედურა. ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის მხარდაჭერას მეორე კენჭისყრაზეც თუ ვერ მოიპოვებს, შესაბამისად, პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს 20 ივნისს დანიშნავს.
ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დაშლისთვის პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. არჩევნებამდე ფაშინიანი პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.