პოლიტიკაში შესვლა არ არის ადვილი. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეძლებს და რა ელექტორატს მიიზიდავ, რა უნარებს გამოავლენ ოპოზიციონერის ამპლუაში, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ეს არ არის ადვილი.
„შორიდან ყველას ადვილი ეჩვენება და ასე ფიქრობს, ესენი ვინ არიან, მე მივალ და ნახეთ, რას ვიზამ. მაგრამ ეს ასე არ ხდება. „ლელოს“ მაგალითი არის ტიპური. იგივე მამუკა ხაზარაძეს ფულიც აქვს, ხალხიც აკრიფა და რაღაც გუნდი შეაგროვა, მაგრამ პოლიტიკური უნარები ვერ გამოავლინა და 3%-ზე მეტი ვერ აქაჩეს. ახლა მგონია, რომ ამდენსაც ვეღარ აიღებენ. ბიზნესის უნარები რაც აქვს, ის პოლიტიკაში არ გამოადგა რადგან ბიზნესის და პოლიტიკის უნარები ძალიან განსხვავებულია“, - თქვა ზურაბიშვილმა.