მოკლედ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რასაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა! პირდაპირი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესებს და ვინ საკუთარს და იმიტომ, - თქვა პოლიტიკური პარტია "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს უნდოდა პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯვად ექცა - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა....
"მთავრობამ დაიჭირა, მერე ოპოზიციამ ხელი მოაწერა და ახლა დაიწყეს ვითომ კანონების დაცვა, მაშინ როდესაც თავიდანვე უკანონოდ დაჭირეს?!
ქვეყანა, სადაც ფაქტიურად მძევლებით ვაჭრობა მიღებულია, თან ამ ყველაფერში მონაწილეობს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, არაფორმალური მართველიც და ფორმალურიც...
ახლა კი, ამ რეალობაში ოპოზიციის ნაწილიც რომ შევა პარლამენტში და იმ ამნისტიაზე იმუშავებენ, რომელიც ნიკა მელიასთვის აბსოლუტურად მიუღებელია! რა ხდება შემდეგ, ლარის კურსი ჩამოვა ქვემოთ, ეკონომიკა წავა წინ, პირდაპირ ნატოში შევალთ და ზოგადად დასავლური ქვეყანა გავხდებით და ეს ყველაფერი ამ „ქართული ოცნების“ ხელში?
მოკლედ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რასაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა! პირდაპირი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესებს და ვინ საკუთარს და იმიტომ.
აბა მთლიანად ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომეს ამათმა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება. ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯადვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა“, - თქვა ჭიჭინაძემ.