ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სიჩქარე პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდა.
"მთელ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები შემაშფოთებელი სიჩქარით იზრდება. ბოლო ორი თვეში ყოველკვირეული ახალი შემთხვევები მთელ მსოფლიოში თითქმის გაორმაგდა და პანდემიის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდა", - განაცხადა გებრეიესუსმა.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა დასძინა, რომ ბევრ ქვეყანაში, რომლებმაც მანამდე თავიდან აირიდეს კორონავირუსის სწრაფი გავრცელება, დღეს ინფექცია მაღალი ტემპებით ვრცელდება.