საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, საქართველომ კიევში ელჩი დააბრუნოს.
"არ მინდა ეს სიტყვა დავასრულო დღეს, 9 აპრილს, რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. არ მინდა არ ვახსენო, ჩვენი უკრაინელი მეგობების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვიცხადო სოლიდარობა. მიმარჩია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, სასწრაფოდ დავაბრუბოთ ელჩი კიევში", - თქვა პრეზიდენტმა.
ერთი წელია, საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოხმობილი ჰყავს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ პრეზიდენტის 202 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
სააკაშვილის დანიშვნამ უკმაყოფილება გამოიწვია თბილისში. საქართველოს მთავრობამ კონსულტაციებისთვის უკრაინიდან საქართველოს ელჩიც გამოიხმო.
სალომე ზურაბიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშილის დანიშნვდა, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და რომელიც მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული, „მიუღებელი და ყოვლად გაუგებარია“.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკავაძემ კი – უკრაინელ დეპუტატებს ღია წერილით მიმართა და მათ მოუწოდა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნისთვის მხარი არ დაეჭირათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი – თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის შემთხვევაში უკრაინაში საქართველოს ელჩს „მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოიწვევდნენ“.