ჯანმრთელობის მსოფლიო ორანიზაციამ COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში მივლენილი ორგანიზაციის ექსპერტების ანგარიშის სრული ვერსია გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიიდან კორონავირუსის გავრცელება ნაკლებ სარწმუნო ვერსიაა.
"პანდემიის ლაბორატორიული წარმოშობა ნაკლებ სარწმუნოდ არის მიჩნეული", - ნათქვამია ანგარიშში.
ამის გარდა აღნიშნულია, რომ კორონავირუსის წყარო ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი, მანამდე გაჟღერებული ჰოპოთეზების განხილვა კვლავ გაგრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ვერსიად მიიჩნევა ღამურადან ადამიანზე გადაცემა უცნობი შუამავალი ცხოველის მეშვეობით.
ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ჩინელი მეცნიერები და ჯანმო-ს სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ COVID-19, შესაძლოა გავრცელებულიყო სწორედ ამ გზით.
ჯანმო-ს ექსპერტების ჯგუფი 14 იანვრიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდა და ჩინელ სპეციალისტებთან ერთად იკვლევდა COVID-19-ის წარმოშობის ვერსიებს. ჯანმო-ს ექპერტები იმყოფებოდნენ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, მათ შორის იზოლირებულ ლაბორატორიაში BSL-4. იყო მოსაზრება, რომ ამ ლაბორატორიიდან მოხდა ვირუსის გაჟონვა. ასევე ვრცელებოდა ინფორმაციები ზღვის პროდუქტების ბაზრიდან COVID-19-ის გავრცელების შესახებაც.