ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი, 56 წლის მილიარდერი პეტრ კელნერი დაიღუპა ალიასკაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. იუწყება Reuters-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ვეტრმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა 27 მარტს მოხდა.
Forbes-ის მონაცემებით, კელნერის ქონება 17.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.