დღეს, 29 მარტს, კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, "მეწარმეთა შესახებ" კანონის პროქტზე მსჯელობა გაიმართება.
პარლამენტში ინიცირებული "მეწარმეთა შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს კორპორაციულ სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას და მოქმედ კანონში არსებული დაურეგულირებელი საკითხების მოწესრიგებას.
საკანონმდებლო პაკეტს შემოაქვს დისპოზიციური ნორმები, რომელთა გამოყენებითაც მეწარმე სუბიექტები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები.
შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.