დღეს, 29 მარტს, თელავის რაიონული სასამართლო სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ორ პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
აღნიშნული დანაშაულის ჩაენის ბრალდებით ორი პირი სოფელ ჩუმლაყში 28 მარტს დააკავეს და ბრალი წინასწარი დაკავების იზოლატორში წარედგინათ.
დაკავებულების ადვოკატის ინფორმაციით, ორივე დაკავებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.
შეგახენებთ, რომ 25 მარტს, ჩუმლაყი-ყიტაანის დამაკავშირებელ გზაზე მიმავალ ავტომანქანა "მერსედესს" ჩასაფრებიდან ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს.