"დედამიწის საათის" კამპანიაის ფარგლებში, ორბელიანების სასახლის განათება ერთი საათით გაითიშება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება გარემოს დაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც ორბელიანების სასახლის განათება დღეს ერთი საათით გაითიშება", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“დედამიწის საათი” მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ, ხოლო წლის თემაა ბიომრავალფეროვნების კარგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პროცესების შესაჩერებლად შესაბამისი ზომების მიღებაა.