ბაკურიანში ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო 50 წლამდე მამაკაცმა. მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია და ბინაზე გაეწერა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სსკ 229-ე მუხლით, რომელიც აფეთქების შედეგად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.