საქართველში ხელისუფლება ბოლომდე დალპა - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სენატიდან წამოსულ გაფრთხილებებს და კრიტიკას ხელისუფლების მისამართით.
"მე, როცა ვიყავი საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ, რომ ამერიკის სენატს რაიმე მსგავსი მინიშნებები გაეკეთებინა და მინიშნებებზე აღარ ვლაპარაკობ, ასე პირდაპირ, რომ ესაუბრა, როგორც გუშინ ისაუბრა, ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი და მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე, როგორც ქვეყანას და როგორც ხელისუფლებას. ესენი, რომ არ იმჩნევენ და შავზე ამბობენ თეთრს და პირიქით, ეს არაფერს ნიშნავს, თვითონ ხო იციან, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.
შეგახსენებთ, 23 მარტს, ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა, რომელიც ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა მოიწვია.