სოფელ აკურაში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
ექიმების შეფასებით ამ ეტაპზე, დაშავებული მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.