23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3343 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.3299 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.44 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9621 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9636 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4214 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.5877 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 მარტიდან შევა ძალაში.