"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბადრი ბასიშვილის განცხადებით, ავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა. გავრცელებული ფოტოს მიხედვით დაშავებული 3 ცხენია.
"წეროვანთან ავტობანზე მანქანა დაეჯახა ცხენებს 1 საათია, ერთი ცხენის გადარჩენა შესაძლებელია და ამ დრომდე არ მოსულა შესაბამისი სამსახური", - წერს ბადრი ბასიშვილი.