ყველა დაეტიოს და თავის ცხვირს მიხედოს. ჩვენს საქართველოს და მის მომავალს არავის დავუთმობთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა მრავალპარტიული კოალიცია, რათა ქვეყანა განვითარდეს. ამასთან, როგორც სააკაშვილი ამბობს, უზომოდ სწამს ქართველი ერის ღირსებისა და პოტენციალის.
"ჩვენ ახლა გვინდა მრავალპარტიული კოალიცია, წყნარი გადასვლა და შესვლა იმ ვითარებაში, როდესაც შევძლებთ განვითარებას. ჩემი ქვეყანა მაინტერესებს, ყოველთვის ამოვდიოდი ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან. საქართველო ჩემთვის არის უპირველესი. არავის ინსტრუქციებით არ ვიმოქმედებ, ამის იმედი არავის ჰქონდეს. ჩემი ერით ვამაყობ, უზომოდ მწამს მისი ღირსების, მომავლისა და პოტენციალის. ყველა დაეტიოს და თავის ცხვირს მიხედოს. ჩვენს საქართველოს და მის მომავალს არავის დავუთმობთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.