ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი რუსული ვაქცინის Sputnik V-ის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ე.წ. მთავრობა ვაქცინის შეძენას უახლოეს დღეებში გეგმავს.
მისივე თქმით, ვაქცინის შესაძენად თანხა გასულ წელს გამოიყო, მაგრამ ე.წ. პარლამენტმა არ დაამტკიცა.
"იმედი მაქვს, მომავალ კვირას პარლამენტი მიიღებს 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს, რითაც გამოყოფილია თანხა რუსული ვაქცინის შესაძენად", - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის მთავრობასთან ვაქცინის მიწოდების შესაძლებლობების დასადგენად.