მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, მითიური მხარდამჭერები, “ქართულმა ოცნებამ” შეუქმნა ნაციონალურ მოძრაობას” და „პატრიოტთა ალიანსის“ საწინააღმდეგოდ გააყალბეს არჩევნები.
„ იცით, რატომ? ქართული ოცნება ჰპირდებოდა სააკაშვილის პარტიასა და სხვებს, რომ აი, ამათ გავწევ, გავანადგურებ და სამაგიეროდ თქვენ იქნებით პარლამენტშიო და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი! ერთმანეთის ღირსია ეს ორი პოლიტიკური მინდორი და დაჯგუფა, თუ რაც ჰქვიათ. მე მინდა, ხალხი დაფიქრდეს ამაზე, თორემ მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა!“, - თქვა ინაშვილმა.