2 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3252 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9976 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0101 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4537 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.6187 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 მარტიდან შევა ძალაში.