ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და აქციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების შენობების პიკეტირების გეგმას განაგრძობს. როგორც "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ნურჯანაძემ განაცხადა, როგორც ბურჯანაძემ ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში არასანდოა.
„პიკეტირება და ყველა დანარჩენი აქტიურობა, რომელიც აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებშია, გაგრძელდება, რადგან მათ შორის დღევანდელმა განცხადებებმა ბატონი ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენელების, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ადამიანები არ არიან სანდო მოლაპარაკების პროცესში. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას. ასეთ შემთხვევაში კორექტირება შევა ოპოზიციის გეგმებშიც“, – განაცხადა ბურჯანაძემ.