დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასა და ჯანდაცვის მინისტრს შორის არავითარი დაპირისპირება არ არის.
მისი თქმით, ის ეკა ტეკარაძესთან ძალიან კარგად თანამშრომლობს.
„არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან [ტიკარაძე] არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია და კამათი გვაქვს, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას.
თუ თქვენ ძალიან გინდათ, რომ მე გადავდგე, თუ გყავთ ვინმე კანდიდატი დამისახელეთ, რა და თუ მე ჩავთვლი, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთებს, ვიდრე ამ ეტაპზე მე ცოტას ვუკეთებ, სიამოვნებით მაშინე მე დავუთმობ მას ადგილს“, - თქვა გამყრელიძემ