პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოსწორდება და სავარაუდოდ, 15 მარტამდე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია შემოვა.
"აქ არ ყოფილა მთავრობის ან ხელისუფლების ჩავარდნა. აქ იყო უბრალოდ კოვაქსის პლატფორმასთან დაკავშირებით რაღაც უზუსტობები.
იმ პლატფორმას, სადაც ჩვენ დარეგისტრირებული ვართ და რითაც რეგულირდება და მარაგდება მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროპა და მასთან ასოცირებული მეგობარი სახელმწიფოები, მათ შორის ჩვენ, დღეს მათი მხრიდან განცხადება გაჟღერდა, რომ იყო არასწორი მოლოდინები და არასწორი ინფორმაციის მიწოდება ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. ეს იყო გარკვეული ხარვეზი, ეს გამოსწორდება და უახლოეს დღეებში კონკრეტული თარიღები მიეთითება, თუ როდის შემოვა ვაქცინაცია, მათ შორის, ჩვენთან. სავარაუდოდ, მარტის 15 რიცხვამდე“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.