1 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3268 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.3255 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0101 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0322 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.21 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4574 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.6449 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 მარტიდან შევა ძალაში.