მარტო მოხსნა არა, პროკურატურაში უნდა წავიდეს ე.წ. მუშკეტერების საქმე, რადგან ამდენი ხალხის სიკვდილი სწორედ მათ კისერზეა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, სანამ ესენი დიდების შარავანდედს ირგებდნენ და ხალხის დიდი ნაწილი მათ როგორც ღმერთებს ისე უყურებდა და უჯერებდა, ამათმა შარავანდედიც შეიფერეს და კორუფციასაც მოერგენ გადასარევად.
„პანდემია ხალხის ჩასაკეტად გამოიყენეს და ერთნაირად წარმატებულად დაანგრიეს როგორც ეკონომიკური სტაბილურობა, ასევე ჯანდაცვის სისტემა.
შედეგი, ხალხი გაღატაკდა, ეკონომიკური ვარდნა 11%-ს გადასცდა, ქვეყანაში ვაქცინა შემოტანილი არ არის, მათი და ხელისუფალთა მაღალჩინოსნების ქონება ასტრალური სისწრაფით გაიზარდა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.