"ქართული პარტია" მათი ოფისის თანამშრომლების, ვასილ ჯავახიშვილისა და იმედა სისაურის ადგილსამყოფელს ვერ ადგენს და დახმარებას პატრულსა და სახალხო დამცველს სთხოვს.
როგორც კოკა გუნცაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვასილ ჯავახიშვილი და იმედა სისაური დღეს, გამთენიისას სახლიდან გავიდნენ ან გაიყვანეს, მათ ტელეფონები გამორთული აქვთ.
გუნცაძის თქმით, ჯავახიშვილისა და სისაურის ოჯახის წევრებს ინფორმაცია არ აქვთ მათ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
გუნცაძე მიმართავს პატრულს და სახალხო დამცველს, რომ დაადგინონ "ქართული პარტიის" ოფისის თანამშრომლების ადგილსამყოფელი.