ზუგდიდის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს ბირჟაზე ორი მამაკაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა გაიტაცა.
თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.