ნიკა მელიას დაკავებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძს თქმით, მოელოდნენ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას გამოხმაურება მოჰყვებოდა, თუმცა "ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე არ იქცევიან, როგორც საქართველოში".
"კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ასე უხეშად და თავხედურად რომ არ იწვევდნენ კანონს, საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი, კონსტრუქციულობა და ამომრჩევლის ნების გათვალისწინება", - განაცხადა სამხარაძემ.