ძმამ დის მკვლელობა აღიარა. საუბარია ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში გუშინ გამთენიისას მომხდარ ინციდენტზე.
42 წლის ქალი V სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
გაჩნდა ეჭვი იყო ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა.
მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ გარდაცვლილს კონფლიქტი ძმასთან ჰქონდა.
ძმა ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.
ვარაუდობდნენ, რომ და-ძმას შორის შელაპარაკება სწორედ წამლის გამო მოხდა.
დაკითხვის შემდეგ ძმამ აღიარა, რომ და სახლის ლოჯიიდან გადმოაგდო.
აღიარებით ჩვენებას შს სამინისტრო გაავრცელებს.