დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს "ოცნებიდან" გაქცეულებზე მოუწევს დარდი, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ.
"პრინციპში, პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ, მათ შორის ისინი, ვინც "ოცნების" ყრილობას არ დასწრებია...
მოკლედ, დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტი, პლიუს ივანიშვილის გაქცევა და კობახიძის დარჩენა, დაახლოებით იმას გავს, უმაღლესი ხარისხის ხორცის საყიდლად რომ წავა ადამიანი და ვირის ხორცი შერჩება...
დღეს "ქართულმა ოცნებამ" ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს. თუ აქამდე ეს პარლამენტი უკანონო იყო არჩევნების გამო, ახლა ამ გადაწყვეტილების გამო ყველა დამნაშავე გახდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა კონსტიტუცია დაარღვიეს“, - თქვა ჭიჭინაძემ.