11 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3012 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3035 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0156 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0428 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.72 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4437 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4546 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 იანვარიდან შევა ძალაში.