სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს დაბადების დღისა და ინტრონიზაციის მილოცვისთვის მადლობას უხდის. პატრიარქის სამადლობელ წერილს საპატრიარქო ავრცელებს.
"მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ინტრონიზაციიას, ასევე დაბადების დღის მოლოცვისათვის.
რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია, - ძალისამებრ ჩემისა ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში", - ნათქვამია სამადლობელ წერილში.