30 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2766 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2795 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.29 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0233 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0161 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.72 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4462 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.4529 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 დეკემბერიდან შევა ძალაში.