იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს იუბილეს ულოცავს.
"დღეს ქუთაისის ოპერის თეატრს დაარსებიდან 51 წელი შეუსრულდა. ვულოცავ თეატრის ყველა თანამშრომელს, მთელ საზოგადოებას. ქუთაისისთვის, როგორც კულტურის უძველესი კერისთვის, მნიშვნელოვანია ოპერის თეატრი, რომელიც ყოველთვის საინტერესო სპექტაკლებით ახსოვს მაყურებელს. კულტურას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის და ვუსურვებ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს კიდევ არაერთ წარმატებას", - აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1969 წკის 27 დეკმბერს გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე, მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.