ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი საქართველოში კორონავირუსის მართვის პრობლემებზე საუბრობს და ყველაზე პრიორიტეტულად "ვიწრო წრეში მიღებულ გადაწყვეტილებებს" გამოყოფს.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას პლატფორმა, სადაც ყველა ერთი ხმით იქნება წარმოდგენილი და სადაც სამეცნიერი მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს გაარჩევენ.
"ჩვენ არ გვაქვს საშუალება, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე რაიმე ზემოქმედება მოვახდინოთ, არადა ის გადაწყვეტილებები რაც მიიღება, გაიდლაინით თუ პროტოკოლით, იურიდიული ძალაც აქვს. თუ მცდარად დაიწერა რაიმე რეკომენდაცია და ასეთები უხვადაა... დღესაც რომ ჩამოტვირთოთ ეს დოკუმენტი, ესაა, რაღაც უცნაური აზრებისა და უცნაური რეკომენდაციების კონგლომერატი. ეს იურიდიულ ვალდებულებასაც გვანიჭებს ექიმებს და ჩვენ, ჩვენი რისკის ფასად, იმის ფასად, რომ შეიძლება რაღაცაზე გაგვასამართლონ, იძულებული ვართ, პაციენტს სწორად ვუმკურნალოთ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა კანდელაკმა.