დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს მოუწოდებს, ყაზბეგის მოსახლეობას გაუწიოს დახმარება მცირე ბიზნესის განვითარებაში.
ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაღათურიამ დადებითად შეაფასა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ლარსის გამშვები პუნქტის აღდგენასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ახლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას მცირე ბიზნესის განვითარებისათვის ხელი შეუწყოს.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება მათთვის იაფი სესხების პროგრამის განხორციელებაში და მსგავსი ღონისძიებების გატარებაში.